შპს ჯეოსთილი
GeoSeteel LLCGeoSeteel LLC
GeoSeteel LLCGeoSeteel LLC
GeoSeteel LLCGeoSeteel LLC
GeoSeteel LLCGeoSeteel LLC

გამძლეობა, სტაბილურობა, სანდოობა

კომპანია > მიზანი და ამოცანები

მიზანი

ჩვენ მივისწრაფით, გავხდეთ ლიდერი კომპანია სამშენებლო ფოლადის წარმოებისა და მარკეტინგის სფეროში კავკასიის რეგიონში.

ამოცანა

ჩვენი ამოცანაა, ვაწარმოოთ უმაღლესი ხარისხის არმატურა სამშენებლო სექტორისთვის; დავასაქმოთ და მივცეთ განვითარების საშუალება ადგილობრივ კადრებს; ასევე, უსაფრთხო და გარემოსთვის უვნებელი პრაქტიკის გამოყენებით განუწყვეტლივ განვავითაროთ საკუთარი ბიზნესის პროცესი.

 

რას ფიქრობენ ჩვენზე

”ჩვენი პროექტების უმრავლესობა შენდება შპს “ჯეოსთილი”–ს არმატურით. არჩევანი განაპირობა მრავალი კომპონენტის ერთობლიობამ, როგორიცაა ხარისხი, ფასი, მომსახურება. ჩვენი კომპანიების თანამშრომლობა ყოველთვის შეუფერხებლად და პრობლემების გარეშე მიმდინარეობს. რაც შეეხება კონკრეტულად არმატურის ხარისხს, შპს “ჯეოსთილი”–ს მიერ წარმოდგენილ სერტიფიკატებში მოცემული ინფორმაცია აბსოლუტურად აკმაყოფილებს ჩვენს ყველა მოთხოვნას.”

პოლ შულერი და ირაო ჯგუფი

”ჩვენს მიმდინარე პროექტებში და ასევე უკვე დასრულებლუშიც მხოლოდ შპს “ჯეოსთილი”-ს არმატურას ვიყენებთ. არმატურის ხარისხის ტესტირება ჯერ კიდევ ჩვენი თანამშრომლობის საწყის ეტაპზე ჩავატარეთ და შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. ჩვენი არჩევანი გამოვიყენოთ ადგილობრივ ბაზარზე არსებული კომპანიებიდან მხოლოდ “ჯეოსთილი”-ს პროდუქცია, განპირობებულია აგრეთვე კომპანიის სტაბილური და სანდო იმიჯით.”

დავით თოფურია
მაგი სტილი (მენო ინტერნეიშენალი)

”შპს ”ჯეოსთილთან” ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სისტემატურად ვთანამშრომლობთ და ჩვენი ერთადერთი მომწოდებელი გახლავთ. აღნიშნული ფაქტი მრავალმა ფაქტორმა განაპირობა. კერძოდ, მისაღები ფასი, მომსახურების სისწრაფე და მოქნილობა. თუმცა, ძირითადი აქცენტი არის არმატურის ხარისხზე. მოგეხსენებათ, ჩვენი კომპანია დაკავებულია ხიდების მშენებლობით, ყოველი ახალი მიღებული პარტიის შემდეგ ვატარებთ პროდუქციის ხარისხის ტესტირებას და შედეგთან დაკავშირებით ჯერ პრობლემები არ შეგვქმნია.”

ჯიმი მამალაძე
ხიდმშენი

”ამ ეტაპზე ვთანამშრომლობთ მხოლოდ “ჯეოსთილთან”, გადაწყვეტილება დაფუძნებულია ხარისხის სანდოობაზე. თავად გვაქვს გამოცდილი მათი წარმოებული პროდუქტის ხარისხი და შედეგი ჩენ მოთხოვნებს სრულიად აკმაყოფილებს. ზურა კიკნაძე შპს ზიმო როდესაც ვირჩევთ “ჯეოსთილი”-ს არმატურას, გადამწყვეტი ფაქტორი არის ხარისხიანი პროდუქტი. ჩვენ დამოუკიდებლად ჩაგვიტარებია ტესტირება და შედეგი შეესაბამება სერთიფიკატებში აღნიშნულ მონაცემებს.”

გიორგი ხელბახიანი
NCC

”ჩვენი კომპანია ახორციელებს მრავალი პროექტის მშენებლობას და ყველა პროექტის მშენებლობაში მხოლოდ შპს “ჯეოსთილი”-ს მიერ წარმოებულ პროდუქტს ვიყენებთ, ვინაიდან ვაშენებთ ძირითადად მრავალსართულიან შენობებს, ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ხარისხს. არა ერთხელ გავაგზავნეთ ნიმუშები გერმანიაში ხარისხის გამოსაცდელად, მათ მიერ დადებული დასკვნა ყოველთვის არის დადებითი და ჩვენი მოთხოვნების შესაბამისი.”

ირაკლი კვერღელიძე
ორბი ჯგუფი