შპს ჯეოსთილი
GeoSeteel LLCGeoSeteel LLC
GeoSeteel LLCGeoSeteel LLC
GeoSeteel LLCGeoSeteel LLC
GeoSeteel LLCGeoSeteel LLC

ჩვენ ვაწესებთ სტანდარტებს

კომპანია > კომპანიის შესახებ

შპს "ჯეოსთილი" ერთ-ერთი უდიდესი პირდაპირი უცხოური ინვესტიციაა საქართველოში ინდუსტრიის სფეროში. იგი 2007 წელს დაარსდა და ინდური კომპანია JSW Steel Netherlands BV-სა (რომელსაც მთლიანად ფლობს ინდური კომპანია JSW) და Georgian Steel Group Holding-ის ერთობლივ საწარმოს წარმოადგენს.

შპს "ჯეოსთილი" საქართველოში ფოლადის ყველაზე დიდი მწარმოებელია. მისი საწარმოო ინფრასტრუქტურა 13 ჰექტარზეა გაშლილი. საწარმოს წარმადობა წელიწადში 175,000 ტონას შეადგენს. ქარხანაში დამონტაჟებულია ერთი 35 ტონა ტევადობის ელექტრო-რკალური ღუმელი, 40 ტონა ტევადობის ციცხვი ღუმელი, ორნაკადიანი ნამზადის ჩამომსხმელი და თერმო-მექანიკურად დამუშავებული არმატურის საგლინავი საამქრო ჟანგბადის საამქროსთან ერთად, რომლის წარმადობა დღეში 50 ტონას შეადგენს.

JSW გრუპი, რომლის ცენტრალური ოფისი ინდოეთის ქალაქ მუმბაიში მდებარეობს, უკვე სამი ათწლეულია რაც ფოლადის წარმოების ბიზნესშია. მის სახელს მსოფლიო მასშტაბით ენდობიან ფოლადის მწარმოებელი კომპანიები. JSW გრუპის ინტერესის სფეროში შედის სამთო მრეწველობა, ცემენტის წარმოება, ენერგეტიკა, ინფრასტრუქტურა, სამშენებლო სისტემები და ლოჯისტიკა.

შპს "ჯეოსთილი" თერმო-მექანიკურად დამუშავებული სამშენებლო ფოლადის წარმოებაში ლიდერი კომპანიაა. ქარხანაში არსებული უახლესი ტექნოლოგიები, როგორიცაა მთლიანად ავტომატიზირებული ჟანგბადის საამქრო, ელექტრო-რკალური ღუმელი, ციცხვი ღუმელი, სადაც ხდება ფოლადის გასუფთავება, უწყვეტი ჩამოსხმის დანადგარი, თანამედროვე ლაბორატორიული აღჭურვილობა, ზუსტი კონტროლის საგლინავი დანადგარები უზრუნველყოფს პროდუქციის უნაკლო ხარისხს, რომელიც შეედრება იაპონურ და ევროპულ სტანდარტებს.

"ჯეოსთილი"-ს მიერ წარმოებული მტკიცე და გამძლე ფოლადით შენდება ხიდები, მრავალსართულიანი შენობები, ჰიდრო-ელექტრო სადგურები საქართველოში, კავკასიის მთელ რეგიონსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.

შპს “ჯეოსთილი” ბაზარზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც კავკასიის რეგიონსა და დსთ-ს მასშტაბით ფოლადის წარმოებაში ახალი ბიზნესების შექმნისკენ ისწრაფვის.

“ჯეოსთილის” საწარმო ქალაქ რუსთავის ინდუსტრიულ ნაწილში მდებარეობს. იგი თბილისიდან 35 კილომეტრით არის მოშორებული.

კომპანია "ჯეოსთილ"-მა აიღო ინიციატივა, აღედგინა ფოლადის ინდუსტრია საქართველოში.