GeoSeteel LLC
GeoSeteel LLCGeoSeteel LLC
GeoSeteel LLCGeoSeteel LLC
GeoSeteel LLCGeoSeteel LLC
GeoSeteel LLCGeoSeteel LLC
  • პირველი UK Cares და TSE აკრედიტირებული კომპანია კავკასიაში

  • სახელი, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ

  • ერთად ვაშენებთ საქართველოს

  • თქვენ აშენებთ, ჩვენ ვუზრუნველყოფთ სიმტკიცეს

  • კავკასიური სიმტკიცე ჯეოსთილში

  • ჩვენ ვანხორციელებთ თქვენ ოცნებებს

ჩვენ შესახებ

შპს "ჯეოსთილი" ინდუსტრიის სფეროში ერთ-ერთი უდიდესი პირდაპირი უცხოური ინვესტიციაა საქართველოში. იგი JSW Steel Netherlands BV (რომელსაც მთლიანად ფლობს ინდური კომპანია JSW) და Georgian Steel Group Holding-ის ერთობლივ საწარმოს წარმოადგენს.

საქართველოში წარმოებული არმატურის ადგილობრივად მიწოდებით, გაიზარდა ”ჯეოსთილის” მომხმარებელთა შესაძლებლობები და შედეგად, მათი ეფექტურობა. უფრო მეტიც, ”ჯეოსთილმა” აიღი ინიციატივა, გამოაცოცხლოს საქართველოს მეტალურგია და გაზარდოს მისი ეკონომიკა ადგილობრივი ჯართის გამოყენებით და მისგან სამშენებლო მასალების წარმოებით. იგი მიისწრაფვის, იყოს ინდუსტრიის ლიდერები მთელ კავკასიის რეგიონში.

ქარხანაში არსებული უახლესი ტექნოლოგიები, როგორიცაა მთლიანად ავტომატიზირებული ჟანგბადის საამქრო, ელექტრო-რკალური ღუმელი, ციცხვი ღუმელი, სადაც ხდება ფოლადის გასუფთავება, უწყვეტი ჩამოსხმის დანადგარი, თანამედროვე ლაბორატორიული აღჭურვილობა, ზუსტი კონტროლის საგლინავი დანადგარები უზრუნველყოფს პროდუქციის უნაკლო ხარისხს, რომლითაც ხორციელდება ისეთე მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა პარლამენტის შენობა ქუთაისში.

ჯეოსთილი - ვაშენებთ კავკასიას.


ჩვენი პროექტები

ჯეოსთილით შენდება

GeoSteel LLC


რას ფიქრობენ ჩვენზე

 

 

 

 

”ჩვენი პროექტების უმრავლესობა შენდება შპს “ჯეოსთილი”–ს არმატურით. არჩევანი განაპირობა მრავალი კომპონენტის ერთობლიობამ, როგორიცაა ხარისხი, ფასი, მომსახურება. ჩვენი კომპანიების თანამშრომლობა ყოველთვის შეუფერხებლად და პრობლემების გარეშე მიმდინარეობს. რაც შეეხება კონკრეტულად არმატურის ხარისხს, შპს “ჯეოსთილი”–ს მიერ წარმოდგენილ სერტიფიკატებში მოცემული ინფორმაცია აბსოლუტურად აკმაყოფილებს ჩვენს ყველა მოთხოვნას.”

პოლ შულერი და ირაო ჯგუფი

”ჩვენს მიმდინარე პროექტებში და ასევე უკვე დასრულებლუშიც მხოლოდ შპს “ჯეოსთილი”-ს არმატურას ვიყენებთ. არმატურის ხარისხის ტესტირება ჯერ კიდევ ჩვენი თანამშრომლობის საწყის ეტაპზე ჩავატარეთ და შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. ჩვენი არჩევანი გამოვიყენოთ ადგილობრივ ბაზარზე არსებული კომპანიებიდან მხოლოდ “ჯეოსთილი”-ს პროდუქცია, განპირობებულია აგრეთვე კომპანიის სტაბილური და სანდო იმიჯით.”

დავით თოფურია
მაგი სტილი (მენო ინტერნეიშენალი)

”შპს ”ჯეოსთილთან” ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სისტემატურად ვთანამშრომლობთ და ჩვენი ერთადერთი მომწოდებელი გახლავთ. აღნიშნული ფაქტი მრავალმა ფაქტორმა განაპირობა. კერძოდ, მისაღები ფასი, მომსახურების სისწრაფე და მოქნილობა. თუმცა, ძირითადი აქცენტი არის არმატურის ხარისხზე. მოგეხსენებათ, ჩვენი კომპანია დაკავებულია ხიდების მშენებლობით, ყოველი ახალი მიღებული პარტიის შემდეგ ვატარებთ პროდუქციის ხარისხის ტესტირებას და შედეგთან დაკავშირებით ჯერ პრობლემები არ შეგვქმნია.”

ჯიმი მამალაძე
ხიდმშენი

”ამ ეტაპზე ვთანამშრომლობთ მხოლოდ “ჯეოსთილთან”, გადაწყვეტილება დაფუძნებულია ხარისხის სანდოობაზე. თავად გვაქვს გამოცდილი მათი წარმოებული პროდუქტის ხარისხი და შედეგი ჩენ მოთხოვნებს სრულიად აკმაყოფილებს. ზურა კიკნაძე შპს ზიმო როდესაც ვირჩევთ “ჯეოსთილი”-ს არმატურას, გადამწყვეტი ფაქტორი არის ხარისხიანი პროდუქტი. ჩვენ დამოუკიდებლად ჩაგვიტარებია ტესტირება და შედეგი შეესაბამება სერთიფიკატებში აღნიშნულ მონაცემებს.”

გიორგი ხელბახიანი
NCC

”ჩვენი კომპანია ახორციელებს მრავალი პროექტის მშენებლობას და ყველა პროექტის მშენებლობაში მხოლოდ შპს “ჯეოსთილი”-ს მიერ წარმოებულ პროდუქტს ვიყენებთ, ვინაიდან ვაშენებთ ძირითადად მრავალსართულიან შენობებს, ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ხარისხს. არა ერთხელ გავაგზავნეთ ნიმუშები გერმანიაში ხარისხის გამოსაცდელად, მათ მიერ დადებული დასკვნა ყოველთვის არის დადებითი და ჩვენი მოთხოვნების შესაბამისი.”

ირაკლი კვერღელიძე
ორბი ჯგუფი